|
2022-02-10 21:27:49, 838 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არა ბრალის, არამედ იმ მიზეზების ძებნაში ვართ, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა
„უნდა ჩავიხედოთ წარსულში, ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ. ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა“, - ამის შესახებ ობელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალებში მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან საქართველოს სჭირდება. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. „უნდა ჩავიხედოთ წარსულში, ამოვიღოთ ის პრინციპები, მოვლენები და ფაქტები, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ და მოვნახოთ შეთანხმების კუნძლები. როგორც საზოგადოება რაზე ვამბობთ უარს და ვაცხადებთ, რომ ხვალინდელ საქართველოში აღარ უნდა მოხდეს. იმ საქართველოში, რომელიც გვინდა, რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს. საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ. ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა. საქართვლოს აქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა. ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე. ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)