19:10 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 13:50:01, 966 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივაზე - „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა ოპოზიციური პარტიები დაიმონოს

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები, მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ აბულინგოს ტელევიზიებით, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივას, რომ „ნაცმოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

კალაძის განცხადებით, ოპოზიციამ კარგად დაინახა თუ როგორ ატერორებდა „ნაცმოძრაობა“  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგალითად, ელისაშვილის პარტიის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი, თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics