|
2022-02-04 12:05:21, 937 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო – სასამართლოს ვთხოვ, სასწრაფოდ დამიმძიმეთ ბრალი
გუშინ გამოვიდნენ, ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო, სასამართლო სისტემას ვთხოვ - გთხოვთ, სასწრაფოდ დამიმძიმეთ ბრალი, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს. როგორც ექს–პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ბრალია, რომ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დაუშვა. „გუშინ გამოვიდნენ, ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო. სააკაშვილის ბრალი ყოფილა. სასამართლო სისტემას ვთხოვ - გთხოვთ, სასწრაფოდ დამიმძიმეთ ბრალი. გუშინ „ოცნებამ“ თქვა, რომ კომუნალურები რომ თითქმის ორჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალია; ის, რომ კომბოსტო 3-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალი ყოფილა; ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ის, რომ ხალხს არ გაეზარდა ხელფასები, ჩემი ბრალია. დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, მართალი რომ ვთქვათ - ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)