|
2022-02-03 18:47:35, 980 ნახვა
პოლიტიკა
დმიტრი გუდკოვი - გავრილოვისგან განსხვავებით პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. - ასე გამოეხმარუა რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც გუდკოვი იმიტომ არ შემოუშვეს საქართველოში, რომ მან მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. "აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე პატივს ვცემ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას; ქართველ ხალხს; მათ სწრაფვას ევროპისკენ.“ - წერს გუდკოვი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)