|
2022-02-02 18:02:43, 788 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ექიმი არა ვარ, მაგრამ კვალი შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა სახეზეა
უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის, - "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კვალი შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა სახეზეა. "უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის. წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდა. ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია. მე ექიმი არა ვარ, მაგრამ კვალი იგივე შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც ის იმყოფებოდა და იმყოფება, რა თქმა უნდა, არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით და სხვდასხვა. ამაზე ალბათ ექიმებმა უფრო უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და მათ არ აქვთ საშუალება კომუნიკაციის." განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)