|
2022-02-02 11:21:07, 568 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი „ლელოს“ შეუერთდა და ის პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნად აირჩიეს
სალომე სამადაშვილი ლელოს შეუერთდა და ის პარტიის პოლიტსავჭოს მდივნად აირჩიეს. - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. "მინდა გითხრათ, რომ "ლელოს საქართელოში" გუშინ ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა. საბჭომ დაამტკიცა სალომე სამადაშვილის შემოერთება, ამასთან სამადაშვილი დანიშნულ იქნა პოლიტიკურსაბჭოს მდივნად. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა ლელოს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, რათა ის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და აქვს ჩვენს მოძმე უკრაინას და რაც ხდება რეგიონში გეოპოლიტიკურად ამას საქართველო უნდა დახვდეს გაძლიერებული და გაძლიერაებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. სამადაშვილის განცხადებით, ლელო პატრიოტების გაერთიანებაა და მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. "ლელო" არის პატრიოტების გაერთიანება და ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია მათთან გაერთიანება" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)