22:27 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-31 20:19:43, 547 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - მკვლელობაში ბრალდებული პირი, პრეზიდენტის შეწყალებული არ ყოფილა

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას.

ადმინისტრაცია,,ტვ პირველს“ მოუწოდებს, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დაუყოვნებლივ უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს, პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც შეწყალებაა, შესაძლოა იყოს, ან უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური მიდგომის მანიშნებელი, ან პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს, ,,ტვ პირველს“ დაუყოვნებლივ, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნოს აღნიშნული განცხადება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics