|
2022-01-29 15:19:22, 1153 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი – ფოთის საზღვაო ნავსადგური ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან
საზღვაო პორტი ინფრასტრუქტურაზე მეტია, ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან“. „გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ჩვენ ყველა კარგად ვაანალიზებთ, საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით გარესამყაროს. ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარე. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის, რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში. ამას გარდა, ზღვის პორტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ელემენტი. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც უკავშირებს საქართველოს ევროპასთან. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.ველოდები, რომ გაიზრდება ვაჭრობა, ტვირთბრუნვა და ეს ტერმინალი ძალიან დიდი სარგებელს მოუტანს საქართველოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)