00:26 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 20:53:09, 684 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძეს, რომელსაც მანდატი არ აქვს, ქონებრივი დეკლარაციის არშევსებისთვის დააჯარიმეს

„იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო. რადგან არ გვანახე, 1,000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ლარი არ ამიღია ხელფასი ამ მოწვევის პარლამენტში“, - ამის შესახებ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

იგი ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.

„ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო.
მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო.
ახლა, რადგან არ გვანახე, 1,000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო - მანდატის გაუქმებაა.
რომელიც ისედაც აღარ მაქვს.
პ.ს. ლარი არ ამიღია ხელფასი ამ მოწვევის პარლამენტში“, - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics