|
2022-01-24 18:13:25, 766 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. ამბავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. "შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში ქართული მხარის კონტრიბუციის მნიშვნელობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)