00:25 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 15:54:00, 880 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას, მთავარი ამოცანა ახალი ომის არდაშვებაა

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და დასავლეთის ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა.

დღეს მთავარი ამოცანა არის უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესში. მნიშვნელოვანია და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა, იმისთვის რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics