15:00 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 20:49:00, 570 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე IPSOS-ის კვლევაზე - ეს არის გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი სისულელე

ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე. ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას, სიმართლეს.ამის შესახებ  თბილისის მერმა IPSOS-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლევებზე დამოკიდებული არასდროს იყო და მისთვის მთავარი ხალხია.

„კვლევებზე განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს არ მქონია. ოპონენტების ნდობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია ხალხი, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები და მათი განწყობები ჩემს მიმართ, იმ პროექტების და საქმეების მიმართ, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის და გავაკეთებთ მომავალში.

ეს არის ჩვეულებრივად გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელე. ყველა ოლქში, სადაც მეორე ტურის არჩევნები იმართება, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას, სიმართლეს. სამარცხვინოა ასევე ის ფაქტი, ეტყობა აერიათ ამ გაყალბებასა და ჯღაბნაში, IPSOS-ის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, ზუგდიდის მონაცემები და გვარამიას მიერ გაჟღერებული ეს ყველაფერი“, - 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics