|
2021-10-28 11:13:09, 669 ნახვა
პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი – მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოსთვის ნეგატიურ ელემენტად მიმაჩნია
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ კომენტარში ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს. რასმუსენის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში შიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაასტაბილუროს. "საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი, საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს" – განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენი ამბობს, რომ არსებული სიტუაცია საქართველოს ნატოსთან, სავარაუდოდ, აშორებს. "მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს", – აცხადებს ის. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ანდერს ფოგ რასმუსენი უარყოფით ნაბიჯად აფასებს. "ეს საქართველოსთვის ნეგატიურ ელემენტად მიმაჩნია, მაგრამ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დეტალურად საუბრისგან რადგან არ ვიცი რა არის მის წინააღმდეგ ბრალდებები და ამასთან არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ასე მოულოდნელად საქართველოში უკან დაბრუნება. შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ როდესაც სიტუაციას გარედან უყურებ, იმის იმედი მაქვს, რომ მას სამართლიანი პროცესი ჩაუტარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება", – აცხადებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)