17:07 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 19:37:03, 792 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს

მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე. -ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, "პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ თუ ექსპრეზიდენტს დასჭირდება სტაციონარში განთავსება, მას განათავსებენ კიდეც სტაციონარში.

"მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე. ის, რომ ის შიმშილობს თუ თავს იკავებს საკვების მიღებისგან, რა თქმა უნდა, თავის თავს ამით ზიანს აყენებს, მაგრამ სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნებს იმაზე, რომ თუკი მას დასჭირდა სტაციონარული განთავსება, განათავსებს სტაციონარში, ჩაუტაროს ყველა კვლევა, დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა." - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics