17:15 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 17:46:08, 805 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვარ პრემიერი და არა ექიმი, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურს დაუსვეს კითხვა, იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაღუპვაზე.

„მოგიწოდებთ, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე რომ ასე ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, ეს არის უმსგავსობა. როგორ შეიძლება, ასე რომ საუბრობთ. თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ არაადეკვატურ შეკითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა. ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა დეტალური მასალა, მათ შორის ვიდეომასალა, ვაჩვენეთ ყველას, თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში. იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს, ყველა საჭირო აპარატურა არის ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ, ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი და შესაბამისი აპარატურის. გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics