|
2021-07-05 22:31:30, 824 ნახვა
პოლიტიკა
ანგლიკანური ეკლესია - ჩვენი სამრევლოს წევრს მღვდლის თანმხლებმა ბრბომ დასისხლიანებამდე სცემა
ანგლიკანური ეკლესიის თანახმად, მათი სამრევლოს წევრს "მღვდლის თანმხლებმა ბრბომ", ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა დასისხლიანებამდე სცემეს. ანგლიკანური ეკლესია ამბობს, რომ შემაძრწუნებელი იყო მთავრობის უმოქმედობა, აღეკვეთა ძალადობა. ეკლესია შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაიცვას მათი უსაფრთხოება, რადგანაც უკვე მიიღეს მუქარა, რომ დაარბევდნენ. "შეგვზარა დღეს მომხდარმა ძალადობამ, სამოქალაქო სიძულვილმა და უკონტროლობამ. განსაკუთრებით შემაძრწუნებელი იყო მთავრობის მხრიდან უმოქმედობა, რომ აღეკვეთათ ძალადობრივი ჯგუფების აგრესია და ხელი შეეწყოთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რათა გამოეყენებინათ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. დღევანდელი დღის სიმწარე ჩვენი სამრევლოს ერთგულმა და აქტიურმა წევრმაც გამოსცადა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ მღვდლის თანმხლებმა ბრბომ დასისხლიანებამდე სცემა. ორმაგად დიდი საშიშროება ელის ჩვენს ეკლესიას, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ეკლესია საქართველოში, რომელიც ჯვრისწერის წესსაც კი აღასრულებს ერთნაირსქესიან წყვილებზე. ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, რადგან უკვე მივიღეთ მუქარის მესიჯები რომ დაგვარბევენ. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და მშვიდობისათვის!" - ნათქვამია განცხადებაში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)