|
2021-07-01 12:49:02, 813 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე - დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა
დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თამარ ჟვანიას მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ჟვანიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, მას ბოდიში უნდა მოუხადონ. „დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მითუმეტეს, როდესაც მას ჰქონდა გარანტირებულად არჩეული ვადა და მას შეეძლო ეს ვადა გამოეყენებინა ბოლომდე, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი. თამარ ჟვანიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არ მიკვირს, თუმცა ვისურვებდი, რომ ის ადამიანები, ვინც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს სდებდნენ, მათ შორის არჩევნების გაყალბებაში და ეს ვერ დაადასტურეს, ეყოთ ის ღირსება, გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)