|
2021-06-25 12:26:31, 1055 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გვარამიას და კეზერაშვილის სიზმრები ვიხილეთ, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს
თუ კახა კალაძე მერობის კანდიდატი იქნება, ის პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამაში და დარწმუნებული ვარ, ასეთია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას განუცხადა. „გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ გვარამიას სიზმრები, გუშინ ვიხილეთ კეზერაშვილის სიზმრები დ ამ სიზმრის ახსნა არის მარტივი - მათ სურთ და ოცნებობენ იმაზე, რომ შედგეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიცია. მარტივად იშიფრება მათი სიზმრები იმ მონაცემით, რომელიც გამოაქვეყნეს. რა თქმა უნდა, ეს არის სიზმრები, ისევე როგორც ჩვენ მიჩვეული ვართ წინა არჩევნებიდან, რომ ვერასდროს ახერხებდნენ შედეგების გამოცნობას. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს კვლევები არის პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი. „ედისონმა“ ეგზიტპოლი მიუახლოვა შედეგს. კვლევებში ჰქონდა აცდენა, უხეშად ცდებოდნენ ხოლმე და ეგზიტპოლი ცოტა მიუახლოვეს. რაც შეეხება IPSOS-ს, მათ საერთოდ 40% დაწერეს ეგზიტპოლშიც კი. ყველამ იცის რომ ეს ციფრები იწერება კონკრეტულ კაბინეტებში“, - განაცადა კობახიძემ. ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა შორის 32%-ით კახა კალაძე ლიდერობს, ნიკა მელიას - 17% აქვს, გიორგი გახარიას კი - 15%.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)