18:39 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 10:02:02, 822 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი დღეს პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებას მოუსმენს

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით დღეს წარსდგება. 

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151 გვერდიან მოხსენებაში საუბარია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,  პრემიერ-მინისტრის მოხსენების  შემდეგ პროცედურა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის  წესით მიმდინარეობს:

პარლამენტის წევრები შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს. თითოეული შეკითხვისთვის  გამოყოფილია  2 წუთი, დაზუსტებისთვის - 1 ხოლო   შეკითხვებზე პასუხებისთვის მომხსენებელს აქვს  20 წთ.

სხდომაზე კომიტეტის წარმომადგენლების გამოსვლის ხანგრძლივობაა  5 წუთია, უფრაქციო პარლამენტის წევრების - 3 წუთი.თითოეულ ფრაქციას იმდენი წუთი ეძლევა, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.

გამოსვლების დასრულების შემდეგ , 10 წუთიანი რეგლამენტით  მომხსენებელი პარლმენტს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics