|
2021-06-24 11:10:22, 524 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: იუსტიციის სახლის თანამშრომლების ხელფასები იზრდება
იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გარდაბნის იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული გადწყვეტილების მხარდაჭერისათვის მადლობა გადუხადა. „ამ შენობის უკან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა იმალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლები პანდემიის პირობებშიც მუხლჩაუხრელად აგრძელებდნენ შრომას ჩვენი მოსახლეობისათვის, რაც, ბუნებრივია, განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს. ჩვენი თანამშრომლობის კეთილდღეობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს პირველი ივლისიდან გაეზრდებათ სახელფასო ანაზღაურება", –განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. გარდაბნის იუსტიციის სახლი დღეს, 24 ივნისს, გაიხსნა. ის ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მისი ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)