09:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 19:49:53, 622 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს

„პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ბერკეტი რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„მესმის, რომ საზოგადოება საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ელოდება.

მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სამომავლო გეგმები და სტრატეგია, რადგან ეს მხოლოდ შესვლა - არ შესვლაზე კიარ აისახება, არამედ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია რეჟიმის დამარცხებაში.

მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. რეგიონებში გასვლა და ჩვენს აქტივთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი პოზიცია საზოგადოებამ იცის, მე ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, ეს ბერკეტი გამოსაყენებელია. ვესაუბრებით ცალკეულ ჯგუფებს და გადაწყვეტილების მიღებაში ამ ადამიანების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

პარტიის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით დაახლოებით რამდენიმე დღეში პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, -  განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics