09:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 15:45:00, 537 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - არც ერთი პროგნოზი არ გაურტყია კობახიძეს და ვერც ახლა გაარტყამს

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდი გაიმარჯვებს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კობახიძეს არც ერთი პროგნოზი არ გაურტყია და ვერც ახლა გაარტყამს.

„არც ერთი პროგნოზი არც კი გაურტყია არასდროს კობახიძეს და ვერც ახლა გაარტყამს. ჯობია, პოლიტიკა ხალხზე ორიენტირებული გავხადოთ და ჩვენი პარტიის ამოცანაც ეს არის. ამის შემდეგ დავთვალოთ ის მხარდაჭერა, ვის რა ექნება ოქტომბერის არჩევნებში. წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე. შემოდგომაზე დავთვლით ვინ რომელ ადგილზე გავა. ვფიქრობთ, რომ მესამე ცენტრის კონცეფცია არის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია. აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან ბევრთან დიალოგი, მაგრამ საჯაროდ ამ ყველაფერზე ვისაუბრებ ივლისში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics