18:40 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 10:28:03, 378 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებას დღის ბოლომდე მივაღწევთ

მედი მაქვს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მივიღებთ,  - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მიიღება.

„მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ წავიდეთ შეთანხმების გზით. მოვისმენთ დღეს რა არის სიახლე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას მივიღებთ დღეს. იმედი მაქვს, რომ დღის ბოლოს გვექნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის. მე მაქვს იმედი ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებმაც კარგად იციან, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს დროულად, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს და საქართველო რეგიონალური ეკონომიკური და პანდემიის გამოწვევისთვის მზად იყოს“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics