|
2021-03-13 13:50:14, 498 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა ახალი საპარლამენო არჩევნებია
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი მხარეებს ახალი არჩევნების თარიღის შეთანხმებისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს. „პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ სახელით, მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან. მოლაპარაკებების წინაპირობა, პირველი ეტაპი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. დღეს, ყველამ, მათ შორის მმართველმა ძალამ და მოლაპარაკებაში ჩართულმა მედიატორმა, თუ ფასილიტატორმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ, ან რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მოვუწოდებ ყველას - შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე!“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)