|
2021-03-12 19:23:57, 853 ნახვა
პოლიტიკა
საავტორო სტატია Euractiv-ზე - კრემლში სააკაშვილის მსგავს ადამიანებს „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ
Euractiv საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საავტორო სტატიას ავრცელებს. სტატიის ავტორი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იხსნებეს და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მისი მეორე ვადით მოღვაწეობა სასიკეთო გამოდგა. „სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა გამორჩეული იყო უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდით (ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ათი პროცენტით გაიზრდა) და კორუფციის მნიშვნელოვანი შემცირებით. სააკაშვილის საგარეო პოლიტიკას პროდასავლურად და პრონატოდ ახასიათებდნენ. ეს პოლიტიკა მისი შემცვლელებისა და პოლიტიკური მტრების პერიოდშიც იგივე რჩება“, - ვკითხულობთ სტატიაში. გეორგი გოტევი იხსენებს 2013 წელს, როდესაც ექსპრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, მისვე თქმით, საქართველოს სააკაშვილის დიდი ჩრდილი დასდევს, რომელიც ქვეყანას აფერხებს. „ევროკავშირის მედიაციის შედეგები დიდწილად სააკაშვილზეა დამოკიდებული. საქართველოს შეუძლია, გახდეს სამაგალითო ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არა სააკაშვილის დიდი ჩრდილი, რომელიც ქართულ პოლიტიკას თან სდევს. ახლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ამბიციების მძევალია. თავად სააკაშვილი კი პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარდაჭერით ახერხებს, რომლითაც ის ევროკავშირის მმართველ წრეებში სარგებლობს. წრეებში, რომლებიც მზად არიან, თვალი დახუჭონ სააკაშვილის მიერ მიყენებულ ზიანზე, რადგან სააკაშვილი დასავლეთში უყვართ“, - წერია სტატიაში. გეორგი გოტევი სააკაშვილის ამჟამინდელ პოზიციებს კრიტიკულად უდგება და წერს, რომ ექსპრეზიდენტს მეტად აღარ სურს საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის და ვლადიმერ პუტინის თამაში დაიწყო. „ჩემ შემდეგ ყველაფერი წყალს წაუღია“, – თქვა ერთხელ საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ. როგორც ჩანს, სააკაშვილს მეტად აღარ სურს საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის. მან იცის, რომ გამარჯვება არ შეუძლია და ახლა როგორც ჩანს, მზადაა, ქვეყნის დესტაბილიზაციაში მიიღოს მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ის ერთვება თამაშში, რომელიც მისმა ყოფილმა მეტოქემ, ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო. კრემლში სააკაშვილის მსგავს ადამიანებს „სასარგებლო იდიოტებს“ უწოდებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)