|
2021-03-10 11:37:09, 615 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე საუბარი ღია კარის მტვრევაა
„ღია კარის მტვრევას გავს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე არის საუბარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე, აცხადებს. მისი თქმით, ამგვარი მოწოდებისთვის არავითარი მიზეზი არ არსებობს. „ერთი მხარის მზადყოფნა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების მზადყოფნა და რეალური განწყობა, არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ რეალურად მოლაპარაკება აღმოჩნდეს წარმატებული და შედეგიანი. სამწუხაროდ, მე კვლავ მაქვს იმის განცდა, რომ ოპოზიციის მხრიდან, მათი დიდი ნაწილი რეალურად არ არის განწყობილი მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის. მე მგონია, რომ ცოტა ღია კარის მტვრევას გავს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე არის საუბარი და შეწყვეტის მიზანშეწონილობაზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარი მიზეზი არ არსებობს ამგვარი მოწოდებისთვის საზოგადოდ. რაც შეეხება მეორე შემთხვევაში, აი აქ კი ნამდვილად საფუძვლიანია მოწოდება, რომ ბატონმა სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, ვინაიდან ეს ფორმალურ-სამართლებრივი ჩვენი ქვეყნის, სუვერენული ქვეყნის სამართლით არის დაუშვებელი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)