|
2020-11-03 18:32:46, 754 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი - 7 ნოემბერს, შაბათს, საღამოს 5 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე!
"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ ისინი უწყვეტ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებენ. პარტიის ლიდერები გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და "ქართული ოცნებისგან" ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ისინი ყველა მხარდამჭერსა და ამომრჩეველს შაბათს, 7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებენ. ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს. "ვფიქრობ, მთელი საქართველოსთვის ნათელია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! ვფიქრობ, ასევე ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ვერანაირ გარემოებაში ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს, ანუ 3%-ს. უახლოეს დღეებში ჩვენ ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით, - 3700-ზე მეტი უბანია, დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ სამარცხვინოთ მოგვპარა! საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. უკვე დღეს ნათელია, რომ "ქართული ოცნება" ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიყვანს პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს. სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე! "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე! მოვითხოვთ, "ქართულმა ოცნებამ" დანიშნოს ხელმეორე არჩევნები! ამავდროულად საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას! ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს! მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 7 ნოემბერს, შაბათს, საღამოს 5 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე! ჩვენს ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახალ ეტაპზე, გადავიდეთ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები, დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი, დავიცვათ ქვეყანა უზნეო და უსინდისო გამყალბებლებისაგან! აქვე მინდა ვუთხრა ყველას და, პირველ რიგში, "ქართულ ოცნებას", რომ ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა! მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსი", ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა. https://www.youtube.com/watch?v=G6v8hzo7dAA
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)