|
2020-06-22 22:32:56, 1550 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ივანიშვილი წავიდა ვა-ბანკზე და მიიღო საშინელი შედეგი
ივანიშვილი წავიდა ვა-ბანკზე და მიიღო საშინელი შედეგი , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის დოკუმენტი ივანიშვილს კანონპროექტის ჩაგდების უფლებას არ მისცემს. „2019 წლის ნოემბერში ივანიშვილმა დაინახა, რომ კარგავს ხელისუფლებას და წავიდა ვა-ბანკზე. წავიდა და მიიღო საშინელი შედეგი. ამ შედეგის გამოხატულებაა რესპუბლიკური პარტიის ის დოკუმენტი, სადაც რუსეთის მოკავშირეთაა მოხსენიებული. კონსტიტუციის ჩავარდნა არის ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნის პირობა, არჩევნებისადმი ნდობის დაკარგვის. ივანიშვილი, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორი, გამოჩნდება ხვალ. რურუა ჰყავდა მძევლად და ამ კარტის გათამაშება უნდოდა. ჩვენზე გადაბრალების კუთხით შეეძლო ჩაეგდო. სამი შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ კორონავირუსიან დეპუტატს მოიყვანს და არ ჩააგდებს. მისი ადეკვატური ქცევის ინსტინქტი არის, რა მოუვა მის ფულს - რადგან რესპუბლიკელების დოკუმენტში არის სანქციებზე საუბარი, ვერ გაბედავს. თუკი ადეკვატურობის ბოლო საზღვარზე არ არის", - ამბობს რომან გოცირიძე.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)