01:17 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 14:25:48, 1433 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - სახიფათოა, რომ ხელისუფლება პანდემიას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მათ შორის საარჩევნო პროცესში

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახიფათოა, რომ ხელისუფლება პანდემიას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მათ შორის საარჩევნო პროცესში.

მისი თქმით, პანდემია საარცევნო პროცესს დამატებით გამოწვევებს უქმნის.

„პანდემია, რა თქმა უნდა, დამატებით გამოწვევებს უქმნის ქვეყანაში საარჩევნო პროცესს, მაგრამ ამავე დროს, რჩება ძალიან აქტუალური ყველა ის გამოწვევა არჩევნებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. ეს არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა ისიც, რომ პანდემიას ხელისუფლება გამოიყენებს სწორედ საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics