|
2020-06-21 14:41:36, 1693 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - სპეკულაცია, რომ მეორე-მესამე მოსმენაზე ხმები არ არის საკმარისი, აღარ გამოვა
სპეკულაცია, რომ მეორე-მესამე მოსმენაზე ხმები არ არის საკმარისი, აღარ გამოვა , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას და დაამატა, რომ ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. "მეორე და მესამე მოსმენებზე რომც ჩააგდოს ქართულმა ოცნებამ, მეორე დღესვე შეიძლება უკან შემოტანა და ხელახალი განხილვა. ამიტომ, დღეს თუ გადარჩა კანონპროექტი და დღეს თუ არ მივეცით საშუალება, რომ ნოემბრის სცენარი გაიმეორონ, მეორე-მესამე მოსმენაზე უკვე არგუმენტი აღარ ექნება ხელისუფლებას, რატომ ვერ იღებს და რომც ჩავარდეს – რატომ არ აბრუნებს ხელახლა კენჭისყრაზე. გადამწყვეტი არის დღევანდელი კენჭისყრა და ჩვენი არგუმენტი სწორედ ამ ორ მიზეზს ემყარება ამიტომ, ამ შემთხვევაში ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად. ჩვენ ამ ვითარებაში სწორ და საუკეთესო გამოსავლად მიგვაჩნია პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით გამორიცხვა იმ სცენარის, რომ ქართული ოცნება აგდებს პროპორციულ სისტემას, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბაქრაძემ
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)