00:25 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 20:31:06, 1354 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი - გვექნება უკეთეს ქვეყანას, რომლის სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი, რადგან ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე არ გააჩნიათ

„აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას, რომლის სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი იმიტომ, რომ რამდენი ჩვენზე მეტი ტანკიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშივლმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია.

„ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი. ხელისუფლება, რომელიც მერე პატრიოტული ლოზუნგებით მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არაა დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტპატიმრებს დაუშვებს, არის ავტორიტარი. ხელისუფლება რომელიც საკუთარ ერსა და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი, ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერსა და საზოგადოებას.

ჩვენ საქართელოს მოქალაქეებმა არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების ღირსების ჩვენი სამშობლოს და მათ შორის სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი, ასეთი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს კაბინეტებში სხდანან, უკვე წარსული ხელისუფლბაა საქრათველოსთვის. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას, რომლის სიმტკიცესაც ვერ გატეხს რუსი ოკუპანტი იმიტომ, რომ რამდენი ჩვენზე მეტი ტანკიც არ უნდა ჰყავდეს, ჩვენზე მეტი ისტორიუოლი სიმტკიცე მათ არ გააჩნიათ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics