00:24 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 12:59:14, 1299 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკის განცხადებით, საზოგადოება გაიხსენებს იმ სისასტიკეს, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დროს ივანიშივლის მთავრობამ გამოიჩინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საზოგადოება გაიხსენებს იმ სისასტიკეს, რაც 20-21 ივნისის აქციის დროს ივანიშივლის მთავრობამ გამოიჩინა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ არათუ საქართველოში შემოუშვა გავრილოვი, არამედ პურ-მარილი გაუშალეს, კონცერტი გაუმართეს და შემდეგ დასვეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე.

„არათუ შემოუშვეს გავრილოვი, მას პურ-მარილი გაუშალეს, კონცერტი გაუმართეს და შემდეგ დასვეს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე. საზოგადოება იმასაც გაიხსენებს, თუ როგორ დაიწყო დარბევა, რომ დარბევის დაწყების მომენტში ფაქტობრივად არაფერი არ ხდებოდა და გაბრაზებულ დემონსტრატთა იმ მცირე ჯგუფის ჯოჯგოლიც იმ მომენტისთვის ამოწურული იყო და რა თქმა უნდა, გაიხსენებს იმ სისასტიკეს, რაც ამ მომენტში გამოიჩინა ივანიშივლის მთავრობამ“, - განაცხადა კანდელაკმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics