23:31 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 18:29:38, 1416 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ.

აღნიშნული კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს კვირას, 21 ივნისს ჩანიშნულ სესიაზე უყრიან. იმისათვის, კონსტიტუციაში ცვილებები შევიდეს, მას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

როგორ ცნობილია, ცვლილებებს მხარს დაუჭერს უმრავლესობის 92 დეპუტატი და ასევე, „პატრიოტთა ალიანსისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატები..

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი  მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, პროპორციით 120/30-ზე უნდა ჩატარდეს. ამასთან, დაწესებულია 1%-იანი ბარიერი და ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics