|
2020-06-18 16:50:33, 1137 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ალადაშვილმა ეუთოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ეუთოს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ფორუმის მეორე მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა პრეზენტაცია წარადგინა და საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირებისთვის ინოვაციის დაგამჭვირვალობის როლის შესახებ ისაუბრა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ტყის ინფორმაციისა და მონიტორინგის, ნარჩენების მართვის და ჰაერის ხარისხის ელექტრონული სისტემების მნიშვნელობის შესახებ. თამარ ალადაშვილმა ვრცლად ისაუბრა როგორც გარემოსდაცვით დემოკრატიაზე - ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე მიმართულების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებსა და ინიციატივებზე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეუთოს რიგით 28-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი ფორუმის მეორე მოსამზადებელი შეხვედრის ჩატარება დაგეგმილი იყო ალბანეთის ქალაქ ტირანაში. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მსოფლიო პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)