|
2020-06-17 15:28:29, 1396 ნახვა
პოლიტიკა
ლანა გალდავა - საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნის მუქარისგან ვერ იცავს
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ იცავს საკუთარი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ვერც სიცოცხლეს და ვერც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. ლანა გალდავა საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისა და გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებს. „საქართველოს უახლოეს ისტორიაში არასდროს ჰყოლია მსგავსი უთავმოყვარეო ხელისუფლება, რომელიც თუნდაც განცხადების დონეზე ვერ იცავს საკუთარ თანამოქალაქეებს; ვერ იცავს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული არხის ასევე რეიტინგული ჟურნალისტის თავისუფალი აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას; ვერ იცავს ოკუპანტი ქვეყნის ფედერაციის სუბიექტის ხელმძღვანელისგან, რომელიც პერიოდულად თავისი გამოსვლებით გვილახავს ეროვნულ ინტერესებს. გვახსენებს და გვემუქრება, რომ „გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია'', რომ ,,ქართველმა ჟურნალისტმა უნდა დაუჩოქოს რუსეთის პრეზიდენტს და პატიება სთხოვოს''. კადიროვმა ისიც კი გაბედა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ზომები მიიღოს ჟურნალისტის ხელახლა აღსაზრდელად, რომელსაც ,,პირად მტრად მიიჩნევს“, - განაცხადა ლანა გალდავამ. „ლელოს“ ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მუქარის შემცველ გზავნილზე ხელისუფლებას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. „რამზან კადიროვმა თავის განცხადებაში პირდაპირ დაადასტურა, რომ შეკვეთილი დანაშაულების ავტორია - „თუკი ვინმე მოქმედებს მისი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაიგებს''. საქართველოს ხელისუფლებას მის გზავნილზე პასუხი არ გაუცია. უპასუხოდ დატოვა „უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა“ - ეს განცხადებაც. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააკეთოს განმარტება, რა სახის დანაშაულის დაგეგმვას ჰქონდა ადგილი, გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად და გამჭვირვალედ“, - აღნიშნა გალდავამ. გამოძიების სწრაფად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი თვლის, რომ პროცესში დასავლელი პარტნიორების ჩართვა მნიშვნელოვანია. „იმისთვის, რომ პროცესი დაჩქარდეს და ყველა ნაბიჯი გამჭვირვალე იყოს, აუცილებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, რაც შეამცირებს დესტრუქციულ ქმედებებს, რომელსაც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. რამზან კადიროვსა და რუსეთის ხელისუფლებას შევახსენებ, რომ საქართველოს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, რაც დასავლური ღირებულებებით ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. დიახ, მიუხედავად მუდმივი მცდელობებისა, თქვენ ვერ შეუშლით ხელს ჩემი ქვეყნის მკაფიო ეროვნული ინტერესების გატარებას. ხელისუფლებები იცვლება და ძალიან კარგი, რომ როგორც საქართველო, ასევე ჩეჩნეთი მალე გათავისუფლდება უღირსი ხელისუფლებებისგან“, - განაცხადა ლანა გალდავამ.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)