22:26 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 17:59:46, 1236 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმალური

ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდემიის პირობებში არჩევნები საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.

„ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩენო პროცესი აგიტაციიდან დაწყებული შეჯიბრებითობით პარტიებს შორის და ადამიანებთან შეხვედრებით, ამასაც თავისი მობილობა მოყვება. არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics