|
2020-06-01 16:11:18, 1319 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციიდან ერთი პარტია 12%-იანი, მეორე კი 3%-იანია, ამიტომ, მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა და რურუას საკითხი საბაბია
ოპოზიციიდან ერთი პარტია 12%-იანი, მეორე კი 3%-იანია, ასეთ პირობებში, მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა და რურუას საკითხი საბაბია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია დესტრუქციაზეა გადართული. „იმას, თუ ვის აწყობს ეს ცვლილებები, მათემატიკურად აწყობს, ბუნებრივია, ოპოზიციას იქიდან გამომდინარე, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ის პირობებში, თუმცა, რეალობაა ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული. ყველა შემთხვევაში ეს იქნება 77/73-ზე, თუ 120/30-ზე, ისინი მარცხისთვის არიან განწირული ამ არჩევნებში. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, გადართულნი არიან დესტრუქციაზე. როგორც ვიცი, არ აპირებენ საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში ვერ ხედავენ აზრს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი არის 12 პროცენტიანი პარტია, მეორე არის სამპროცენტიანი პარტია. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და ეძებენ ახალ საბაბს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)