|
2020-05-28 13:52:28, 1374 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, პრობლემა არ არის, შენარჩუნდება ის სისტემა, რომელიც ორმა პარტიამ ქვეყანას სახსოვრად დაუტოვა
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საარჩევნო სისტემა შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამ ორ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. „თქვენც იცით, რომ არც ოქრუაშვილი, არც უგულავა და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები. შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს აქ არის ორი ვარიანტი ერთი ვარიანტია, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და მაღალი ალბათობით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში, შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგებათ სწორედ ამ ორ პარტიას, რადგან თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველოფის შანსი ახალი სისტემით 120/30-ით, ძველი სისტემით 77/73-ით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ეს ორი პარტია პარლამენტში, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)