|
2020-05-27 14:10:06, 1403 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებში, 65 ათასი კომპანია მუშაობას აგრძელებდა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, - საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებში. როგორც მან აღნიშნა, კარანტინის პერიოდში ქვეყანაში 65 ათასი კომპანია მუშაობას აგრძელებდა და შენარჩუნებული იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. „ყველამ შესაძლოა არ იცის, მაგრამ ქვეყანაში არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია. ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან სამუშაო ადგილები გამხდარიყო ინფექციის გავრცელების წყარო. იმიტომ რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად. მაგალითად, იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც იმისთვის კი არ გვქონდა გადაკეტილი, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ იმისთვის, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და რომ იქ ინფექცია არ შესულიყო. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არც ერთი დღე არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლაზე შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვაქვს ეპიდემია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)