|
2020-05-26 11:57:52, 1184 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე - გვსურს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე
მერიტჩელ ბატეტ ლამანია, ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე გამოვთქვათ იმედი, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო“. „გვსურს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან ასევე დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე გამოვთქვათ იმედი, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო", რომელიც UNESCO-ს მიერ აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს", - განაცხადა მერიტჩელ ბატეტ ლამანიამ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)