|
2020-05-21 19:21:02, 1305 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი - დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგეს, სახელმწიფო დაეხმარება
სახელმწიფოს მიზანია, დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაკარგა შემოსავალი; შესაძლოა, იყოს დასაქმებულთა ისეთი კატეგორია, რომელსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგა, სახელმწიფო ამ ადამიანებს აუცილებლად დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებენ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მსგავსი საკითხების ადმინისტრირების ხარისხი. რაც შეეხება თვითდასაქმებულების საკითხს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულების იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინსიტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება. „შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის. თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება. მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)