|
2020-05-17 22:38:32, 1589 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი - მეც ვიყავი ჰომოფობი, ეგენიც დაძლევენ, განკურნებადია
უმრავლესობის ყოფილი წევრი და პარლამენტის მოქმედი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ლგბტ თემის უფლებადამცველების აქტიურობას გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის. მან ონლაინაქციაზე თქვა, რომ ამ საკითხებზე მუდმივად უნდა ისაუბრონ. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლები, ძალიან კარგად მახსოვს 90-იანი წლები, მახსოვს შემდგომი პერიოდიც და მე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი წარმატებები გაქვთ [ლგბტქ აქტივისტებს] მიღწეული, ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაში. თაობაში, რომელიც მოდის და წამოიზარდა, ძალიან ბევრია სწორი დამოკიდებულება თანასწორი საზოგადოების განვითარების და ეს არის უდავოდ გამარჯვება იმ კონკრეტული ადამიანების, თუნდაც იმ დაღუპული ადამიანების, რომლებიც უთანასწორო ცხოვრებას შეეწირნენ და გახდნენ მსხვერპლი. მაგრამ ქვეყანაში არის ცვლილებები და ჰომოფობია ნამდვილად დაძლევადია. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, 90-იან წლებში, როცა იმ დინამიკაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა, რადგან ეს არ არის განუკურნებელი. ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია დაიძლევა. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ზუსტად ჰომოფობია იქნება მარგინალური და დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება." - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)