|
2020-05-17 20:30:21, 1460 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული საქართველო - ადამიანის ვალია, წინ აღუდგეს ძალადობას, დაიცვას თანამოქალაქეთა უფლებები
ევროპული საქართველო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილს დღემდე სიძულვილისა და შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. "დღეს 17 მაისია - ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ჩვენს მოქალაქეთა ნაწილს დღემდე სიძულვილის, ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ყველა წესიერი ადამიანის ვალია, წინ აღუდგეს ძალადობას და დაიცვას თანამოქალაქეთა უფლებები. სამწუხაროდ, დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოახერხა ამ მიმართულებით იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა", - წერია განცხადებაში. პარტიის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ქართული ოცნება როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ისე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მფარველობს მოძალადე ჯგუფებს და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს. ევროპული საქართველოს განცხადებით, 2013 წლის 17 მაისის დარბევის დაშვება და მოძალადეათა დაუსჯელობა ამის ნათელი დასტურია. "ამ თემით სპეკულირებისა და ძალადობრივი ჯგუფების შეზღუდვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან მოძალადეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინურია და მათ უკან როგორც პოლიტიკურად ისე ფინანსურად რუსეთი დგას. ყველა დემოკრატიული და ღირსეული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ამოცანაა, გაერთიანდეს როგორც ქვეყნის შიგნით პიროვნული თავისუფლების, ისე მთლიანად საქართველოს თავისუფლების დასაცავად", - წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)