|
2020-05-15 22:18:07, 2000 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა უშვერი სიტყვებით ილანძღა, შეწყალების აქტზე მისი ხელმოწერაა, რისთვისაც მადლობას ვეუბნები
ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თუ საპატიმროს გიორგი რურუაც არ დატოვებს, „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. „მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს 100 წელი არც მე არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ ჩემს შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად, ბუნებრივია, მას მადლობას ვეუბნები მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო: ჯერ მე-9 დაწესებულება იყო, მერე გზაში მე-12 გახდა - დირექტორით დაწყებული, ექიმით და რიგითი ინსპექტორით დამთავრებული - ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. ასევე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს. სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)