|
2020-05-15 18:40:14, 2021 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს
„ყველა შემთხვევაში ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მყარი გარანტია გვქონდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათი ამ პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის გარეშეც შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ხოლო ოპოზიციას მათი „პიარული თავხედობის“ გამო საზოგადოება გასცემს პასუხს. „ძალიან კარგი იოქნებოდა, რომ მეტი გარანტიისათვის ყველა ოპოზიციური ძალის ხმები ყოფილიყო და მათ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. ეს იქნებოდა მყარი გარანტია იმისათვის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ერთი პროცენტიც კი არ იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი ფაქტიურად მთლიანად უჭერს მხარს და ამას გარდა დამოუკიდებელი ფაქციები და დეპუტატები, მათ შორის, საუბარია ჩვენგან გასულ დეპუტატებზე უჭერენ მხარს. მე ვფიქრობ, ეს ხმები საკმარისი იქნება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ის, რომ როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ საზოგადოების დაკვეთაა მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა პროპორციულთან და დღეს ამბობენ, რომ ჩვენ გავდივართ ამ შეთანხმებიდან და მხარს არ დავუჭერთ, ამაზე საზოგადოება გასცეთ პასუხს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)