13:45 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 17:27:13, 1790 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ვურჩევ შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ მათ მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება

„საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა განახლდება", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება და შესაბამისად, დაახლოებით 29 ივნისისთვის სამი მოსმენით შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

„ამ ყველაფერს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. კერძოდ, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ 21 ივნისს, უკვე პირველი მოსმენით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, 29 ივნისს კი შეგვიძლია   სამი მოსმენით დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, ჩვენი ის ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებით არის  ნაკისრი, სრულად შესრულდება უკვე ივნისის ბოლოს. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უპასუხისმგებლობა და იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელიც ჩვენ ერთად ოთხი ელჩის თანდასწრებით გავაფორმეთ. ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი გამართლება და მე მათ ვურჩევ შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ მათ მერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics