|
2020-04-29 15:36:05, 1778 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე განახლდება
„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, განვაახლებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ 19-სა და ამ კონტექსტში, პოლიტიკურ კალენდარზე საუბრისას „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ონლაინ-რეჟიმში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. „ჩვენ ძალიან მკაფიო ამოცანა გვაქვს, რომ არჩევნები ჩავატაროთ კონსტიტუციით განსაზღვრულ დროში, და არა მხოლოდ ჩავატაროთ, არამედ, ის რეფორმებიც წინსწრებით განვახორციელოთ, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს გახდის უფრო კონკურენტულს, უფრო სამართლიანს. გვსურს, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეუთოს რეკომენდაციები, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაცემული",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე ინფორმაციით, არის რამდენიმე ტექნიკური ხასიათის რეკომენდაცია, რომლთა პირდაპირი სახით გათვალისწინებაც, შესაძლოა ვერ მოხერხდეს, თუმცა ამაზე ყველა თანხმდება. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დააკონკრეტა, რომ არსებითი რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიის დაფინანსებას, მედიას, არჩევნების დღეს, უბნების ხელმისაწვდომობას უკავშირდება. „ოპოზიციაც ხედავს, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ მივდივართ მაქსიმალური კონსენსუსით. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები და როგორც პოლიტიკურ პარტიას, „ქართულ ოცნებას" გვაქვს მიზანი, რომ მოვიპოვოთ უპირატესობა და გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების და ვენდობით ჩვენს საზოგადოებას - არჩევანსაც გააკეთებენ მოქალაქეები, რასაკვირველია, ეს უპირობოდ იქნება მისაღები, ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა!" , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)