|
2020-04-24 20:02:06, 2306 ნახვა
პოლიტიკა
არახამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე - ეს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებაში ჩარევაა
საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნის შესახებ, უკრაინის სუვერენულ საქმიანობაში ჩარევაა - ამის შესახებ, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა. “თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები გვექნება, მაშინ საქართველოს უფრო ძლიერი დიპლომატიური პრობლემები შეექმნება ვიდრე ჩვენ. ეს ხომ ამერიკა არ არის, რომელიც ამბობს, რომ - დიპლომატიური პრობლემები გექნებათ, ეს საქართველოა, ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა დავით არახამიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ თვითონაც ქართველია და შესანიშნავად ესმის თუ რა დამოკიდებულებას იწვევს მიხეილ სააკაშილი მოქმედ ხელისუფლებაში. „ეს უბრალოდ ზეწოლის განხორციელების მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ მიგვითითებს, თუ ვინ უნდა დავნიშნოთ ვიცე-პორემიერის პოსტზე“, - განაცხადა არახამიამ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბევრი უკრაინელი ტურისტი სტუმრობს საქართველოს და არ იქნება ქვეყნისთვის მომგებიანი მათზე უარის თქმა. „ზუსტად საქართველოსთვის იქნება წამგებიანი, უკრაინელი ტურისტების დაკარგვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაც სადღაც არ დანიშნა“, - გნაცხადა არახამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)