|
2020-04-23 19:16:03, 2185 ნახვა
პოლიტიკა
ონლაინ მედიაცია და ფასილიტაცია ხელს უწყობს საქართველოს ბიზნესს, შეინარჩუნოს ჯანსაღი ბიზნეს გარემო და ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს პანდემიით გამოწვეული კრიზისი
COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბიზნეს კომპანიებს ხშირად უწევთ საქმიანობის ძირეული გარდაქმნა ან შეჩერება, რაც იწვევს უთანხმოებასა და დავებს ბიზნეს პარტნიორებს შორის. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოს კომპანიებს, დროულად და ეფექტიანად მოაგვარონ კრიზისის ფონზე წარმოქმნილი კომერციული დავები და ნაკლები დანაკარგებით შეინარჩუნონ ბიზნეს საქმიანობა. 23 აპრილიდან, სამთვიანი საპილოტე პროექტის ფარგლებში, ყველა სახის ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდება დისტანციური მედიაციისა და ფასილიტაციის მომსახურება. პროექტს ახორციელებენ საქარქთველოს სავაჭრო-სამრწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) და მედიაციის ინიციატივა RESOLVE ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით. „ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს ყველაზე საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. „ჩვენი ხელშეწყობით კერძო სექტორი შეძლებს გადაარჩინოს ბიზნესი და გადაიტანოს ეკონომიკური შოკი.“ კომერციული დავების დისტანციურ მოგვარებაში ჩართულები იქნებიან გამოცდილი პროფესიონალები და სერტიფიცირებული მედიატორები, რომლებიც ამ კონფიდენციალურ, მიუკერძოებულ და მოქნილ პროცესს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) მიერ შემუშავებული წესებისა და დისტანციური მედიაციის პროტოკოლების მიხედვით წარმართავენ. ონლაინ მედიაციისა და ფასილიტაციის მეშვეობით კომპანიები დროულად დაუკავშირდებიან ბიზნეს პარტნიორებს, ერთად განიხილავენ კრიზისის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს და შესაბამის ცვლილებებს შეიტანენ იმ შეთანხმებებსა და კონტრაქტებში, რომელთა შესრულება გართულებულია პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო. დაინტერესებული კომპანიები ონლაინ განაცხადს წარუდგენენ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) სამდივნოს, რომელიც ადმინისტრირებას გაუწევს მედიაციისა ან ფასილიტაციის პროცესის ინიცირებას. საპილოტე პროგრამის პირობებით სარგებლობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული და რომელთა სავარაუდო ან არსებული დავები კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. პროექტის საპილოტე ფაზაში ევროკავშირი და UNDP დაფარავენ მედიაციისა თუ ფასილიტაციის ერთ დღის საფასურს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გაათავისუფლებს მათ თავისი ადმინისტრაციული ხარჯებისგან. ამის შედეგად შემცირდება ბიზნესზე უკვე არსებული ფინანსური წნეხი, ხოლო დავების ონლაინ მოგვარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)