|
2020-04-23 16:24:09, 2254 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გამართა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა პრობლემები შეექმნა სამშენებლო ბიზნესს კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. „თქვენი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ისე ადამიანების დასაქმების მიმართულებით. შესაბამისად, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებით დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები“, - მიმართა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგებლებს. შეხვედრა, რომელსაც 30-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კახა კალაძემ დეველოპერებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)